ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ინდივიდუალურად ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი ქოჩორაშვილი იყო, რომელიც ნახევარდაცვის რგოლში ნაკრების შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.
იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისი დამატებით იტალიური სერია A-ს რამდენიმე გუნდი ინტერესდება. მათ შორის არის რომაული “ლაციო”, რომლის წარმომადგენლებიც გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ მის კლუბთან, “ლევანტესთან” კონტაქტი ჯერ არ ჰქონიათ.
რომაელებს კონკურენციას გაუწევს ტურინული “ტორინოც”, რომელიც ქართველი ნახევარმცველის დამატებით ასევე დაინტერესებულია. აღსანიშნავია, რომ ტურინელთა რიგებში უკვე თამაშობს ქართველი მცველი საბა საზონოვი, რომელიც გასულ ზაფხულს კლუბმა 2,8 მილიონ ევროდ შეისყიდა.
იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოლაპარაკებები დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართება და საბოლოოდ ქოჩორაშვილის მომავალიც გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა თავის ამჟამინდელ კლუბ “ლევანტესთან” კონტრაქტი ახლახან 2027 წლამდე გააგრძელა, თუმცა სარფიანი და რეალური წინადადების მიღების შემთხვევაში ესპანელები მის ტრანსფერს ხელს არ შეუშლიან.