მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი რამიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება - საქმის პროკურორი

სს
07.07.25 22:42
743

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორის, თორნიკე მახათაძის განცხადებით, არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

პროკურორის განცხადებით, გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

“როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში”, - განაცხადა პროკურორმა.

სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები