მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გიორგი რამიშვილი

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

ბრალდებული გიორგი რამიშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის განცხადებით ბრალდებულის მიმალვის საფრთხე მინიმალურია.

გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა.

წინასასამართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.

უწყების ცნობით, ამოღებული იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები