ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე სრიალისას, ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი, რომელიც, ამასთან, წლების განმავლობაში Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორის თანამდებობას იკავებდა.საზოგადოებამ იცის რომ Kernel-ი ქართული სტარტაპია, რომელიც, ძირითადად, ინდოეთში ოპერირებს, სადაც მრავალმილიონიან აუდიტორიას ემსახურება. Kernel-ის ძირითად მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესების დოკუმენტებისა და პროცესების გაციფრულება წარმოადგენს. BMG-ის გუნდის სახელით თანავუგრძნობთ გიორგი ტუხაშვილის დიდ ოჯახს, მის პარტნიორებს, მეგობრებსა და ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას.