მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტს იწყებს

გერმანია
24.04.24 18:22
816

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უერთდება პროექტს „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME) და იწყებს საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

  • მცირე R&D (კვლევა და განვითარება) გრანტების მეშვეობით ახალი გადაწყვეტილებების შექმნა ან არსებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ამ კომპონენტის ჯამური ბიუჯეტი 100 000 ევროა, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მეშვეობით. ამ პროცესში ასევე ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.
  • შეიქმნება ერთიანი პლატფორმა, რომელიც წარმოაჩენს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქმნება საქართველოში. აღნიშნული კომპონენტი დამატებით მოიცავს ასევე სამუშაო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებს შორის და შემეცნებით ღონისძიებებს პროექტის ბენეფიციარებისთვის.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მოხდება სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, გლობალური ტენდენციების გათვალიწინებით.

პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.

GITA-ს ინიციატივას მხარს უჭერს პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME), რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები