მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA - მ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა

GITA
01.07.24 13:47
410

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეცამეტედ გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს 1 ივლისიდან საშუალება ეძლევათ, გრანტების პორტალის www.grants.gov.ge

მეშვეობით წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებენ სააგენტოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შემფასებლები. პირველ ეტაპზე შეირჩევა 150 სტარტაპი, რომელიც გაივლის გადამზადებას ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომ საფეხურზე 150 სტარტაპი გრანტების პორტალის მეშვეობით წარმოადგენს ბიზნეს გეგმებს, რომლებსაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები. ბიზნეს გეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდება 50 ფინალისტი.

თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ჯამური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თორმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპი დაფინანსდა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები