მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GITA-ს „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტი“ ქვემო ქართლში 4-მა სტარტაპმა მიიღო

GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რეგიონული საგრანტო პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა და გამარჯვებულად ოთხი სტარტაპი დასახელდა .

1. CTech - სტარტაპი მიზნად ისახავს კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ანალიზის პროცესის ავტომატიზაციას AI-ის გამოყენებით, რაც შეამცირებს 99%-ით CT-ის ანალიზის დროსა და შეცდომების რისკს ანალიზის პროცესში.

2. Legart - სტარტაპის მიზანია AI-ის გამოყენებით ლეგალური დოკუმენტების შექმნის პროცესის სრულ ავტომატიზაცია, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. Legart ამცირებს ხელშეკრულების მომზადების დროს 90%-ით და მნიშვნელოვნად ამცირებს სამართლებრივი შეცდომების რისკს.

3. VerifAI - ს მიზანია სადაზღვევო კომპანიებისთვის გაამარტივოს განაცხადების, პოლისებისა და მოთხოვნების დამუშავება AI სადაზღვევო ასისტენტის მეშვეობით, რომელიც ავტომატურად აანალიზებს განაცხადებს, ამოწმებს დოკუმენტებს, აფასებს რისკებს, ადგენს რეგულაციებთან შესაბამისობას, ამცირებს თაღლითობის რისკს და უზრუნველყოფს მონიტორინგის სრულ პროცესს.

4. სტომატოლოგიური მასალების მარკეტფლეისი - სტომატოლოგიური მასალების სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტომატოლოგიურ კლინიკებსა და მაღაზიებს. პლატფორმის საშუალებით გამარტივებული იქნება, ერთის მხრივ, მარაგების კონტროლი, ხოლო, მეორეს მხრივ, გადახდებისა და მიწოდების პროცესი.

პროგრამის მიზანი საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაა, რაც მოიცავს ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, ტექნოლოგიების ათვისებას, კომერციალიზაციასა და ახალი ინოვაციური სტარტაპების ჩამოყალიბებას.

2025 წელს რეგიონული საგრანტო პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 9 რეგიონში, სადაც გამოავლინეს 31 გამარჯვებული პროექტი.

ქვემო ქართლში განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ელექტრონული პორტალის grants.gov.ge მეშვეობით. საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც შესაბამისი სფეროს მოწვეული ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული.

შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.

გავრცელებული ინფორმაციით, საგრანტო ფონდში თითოეული პროექტის მაქსიმალური დასაფინანსებელი თანხა 25 000 ლარს შეადგენს. გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებსა და სტარტაპებს. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პირი არ არის რეგისტრირებული, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე მას შესაბამის რეგიონში მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია სავალდებულო მოთხოვნაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები