მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GitHub-ს, რაც IT სფეროს უმსხვილესი გლობალური პლატფორმაა საქართველოში 113,000 მომხმარებელი ჰყავს

კომპიუტერი პროგრამირება

PMCG-იმ საქართველოს IT სერვისების ინდუსტრიის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომლის თანახმადაც ბოლო რამდენიმე წელში საქართველოს IT სერვისების ინდუსტრიამ სწრაფი ზრდა განიცადა.

თუკი 2020 წელს ICT სექტორის კონტრიბუცია მშპ-ში 1.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2023-ში ის 4.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, დაწესებული საგადასახადო შეღავათების მიუხედავად, გაიზარდა ბიუჯეტში ამ სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების ოდენობა და მან 2020 წელს არსებული 74 მილიონი ლარიდან 2023 წელს 315 მილიონ ლარს მიაღწია.

ამასთან, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან ციფრული სერვისების მიწოდების მატება მნიშვნელოვნად დაკავშირებული იყო 2022-2023 წლებში საქართველოში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან IT სპეციალისტების მიგრაციასთან, რაც ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო 2022 წელს ამ სექტორში დასაქმებულთა 61%-იანი ზრდისთვის, ხოლო 2023 წელს კი ამ სექტორის დასაქმება დამატებით 30%-ით გაიზარდა და 24.8 ათასს მიაღწია.

კვლევის თანახმად, გაზრდილია საქართველოდან მსოფლიოს უმსხვილეს IT პლატფორმა GitHub-ში მონაწილეობაც, რამაც 2023 წელს 113 ათასს მიაღწია. შედარებისთვის, 2020 წელს GitHub-ზე საქართველოდან 34.8 ათასი მომხმარებელი იყო აქტიური.

2023 წელს ამ სექტორში საშუალო ხელფასმა თვეში 5,381 ლარს მიაღწია, შედარებისთვის 2020 წელს საშუალო ხელფასი 2,118 ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები