მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გივი მიქანაძე ჩინური სასწავლებლების დელეგაციას შეხვდა | რაზე ისაუბრეს?

ჩინეთი გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე სტუდენტებისთვის აკადემიური გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით.

"შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, ოფიციალურად დაინერგა თბილისის 9 საჯარო სკოლაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეები, სამომავლო პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ", - წერია სამინისტროს პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები