მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს

5defc2cce5fa3
BM.GE
10.12.19 21:45
866
ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 640 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება.

ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ბორდიური.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენ კა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 321 156 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები