მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო კონსტრუქციის მოწყობაზე 22 მლნ ლარი დაიხარჯება

5ebb9fb6bdd1e
ინგა მურუსიძე
13.05.20 11:17
1014
გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო კონსტრუქცია მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 22 მლნ ლარია და ის 2021 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

„თბილისში გვაქვს ე.წ. შავი, მეწყრული ზონები. ერთი ასეთი ადგილი არის შეშელიძის ქუჩა, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშიში ზონა ქალაქში. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება. საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ იქ მოეწყობა მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამ რიგად დადგმულ ხიმინჯოვან კედელს, რაც შეკრულია რკინა-ბეტონით, პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობას“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები