მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლეიზერებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" გაყიდვა 2025 წლისთვის გადადეს

გლეიზერები მანჩესტერ იუნაიტედი

გლეიზერების ოჯახმა მიმდინარე წელს “მანჩესტერ იუნაიტედის” გაყიდვა გადაიფიქრა და ამის გაკეთებას 2025 წლისთვის აპირებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით კლუბი ბაზრისთვის მას შემდეგ გაიხსნება, როცა მსურველები მათ შესაბამის თანხას შესთავაზებენ. 

გლეიზერების აზრით, მათ უფრო დიდი თანხის მიღების შესაძლებლობა 2025 წლიდან ექნებათ, რადგან 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგა 36-გუნდიანი ხდება, რაც კლუბის შემოსავლებს გაზრდის.

ასევე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში უნდა ჩატარდეს ეს კი ამერიკელების ფეხბურთისადმი ინტერესს ზრდის. 

გლეიზერებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი ჯამში მათ კლუბის 7-10 მილიარდ ფუნტად გაყიდვის საშუალებას მისცემს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები