მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გლენბერის“ ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს - კომპანია მთავრობას დახმარებას სთხოვს

61938e0670635
მარიამ იზორია
16.11.21 23:20
898
გაყინული ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია „გლენბერის“ პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა რაფაელ მაღალაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, პრობლემას საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის გაზრდილი ხარჯი წარმოადგენს, რომელიც პროდუქტის თვითღირებულებას ზრდის და შედეგად პარტნიორისთვის არსებული ფასი მისაღები აღარ არის.

მაღალაშვილი ასევე განმარტავს, რომ თუ აქამდე კონტეინერის ამერიკაში გაგზავნა $4 400 ჯდებოდა ახლა $12 500 ღირს. ბიზნესმენი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს, რადგან ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კომპანია საექსპორტო პარტნიორებს დაკარგავს და წარმოების შეჩერება მოუწევს.

„ტრანსპორტირების საფასური გაოთხმაგდა, ამერიკაში კონტეინერის გაგზავნის ღირებულება $4 400-დან $12 500-მდე გაიზარდა, ეს ტენდენცია დაახლოებით სამი თვეა რაც გრძელდება, ასეთი მატების გამო შეიძლება მყიდველმა უარი მითხრას და ჩემი პროდუქცია აღარ შეიძინოს, მთავრობის დახმარება მნიშვნელოვანია, მაგალითად შესაძლებელია საერთაშორისო გადამზიდავთან მოლაპარაკებაც ან ამ ხარჯის სუბსიდირებაც მოხდეს, რათა კომპანიებს გაჩერება არ მოგვიწიოს“, - განმარტავს რაფაელ მაღალაშვილი.

ინფორმაციისთვის, 2018 წელს შიდა ქართლში 9 მლნ ლარის ინვესტიციით დაფუძნებულმა წარმოებამ 2021 წელს ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მლნ ლარის პროდუქცია გაიტანა, რაც შეეხება დანარჩენ ბაზრებს რუსეთში, თურქეთსა და საქართველოში გაყიდული პროდუქტით მიღებულმა შემოსავალმა 3 მლნ ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები