ავტო სერვისის მიმწოდებელი კომპანია Global Auto Service ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს ავტომობილთან დაკავშირებული ყველა სერვისს, მათ შორის დიაგნოსტიკას, სავალი ნაწილის, ზეთის შეცვლას, საბურავების შეცვლას, ძრავის შეკეთებას, ჰიბრიდული სისტემის გამართვასა და სხვა სერვისებს სთავაზობს.
უფრო მეტი დეტალისთვის, BM.GE კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდრე შუბლაძეს ესაუბრა,
რით გამოირჩევა თქვენი კომპანია სხვებისგან და რა კონკურენტული უპირატესობა აქვს?
Global Auto Service არის მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სთავაზობს ავტომობილთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას. კომპანია გამორჩეულია გამოცდილებით და იმ შესაძლებლობებით, რაც გულისხმობს როგორც დაზიანებული ავტომობილების შეკეთების პროცესის სრულ წარმართვას, ასევე გეგმურად ნებისმიერ საჭიროებაზე ჩვენი ავტო ექსპერტის დროულ რეაგირებას, ავტომობილის ადგილმდებაროებაზე მისვლა, იქიდან წამოყვანა, ტექნიკოსებთან ურთიერთობა, თითოეული ავტო პრობლემის მოგვარება და შეთანხმებულ დროში მესაკუთრესთან დაბრუნება. ჩვენი უპირატესობაა მომსახურების მისაღები ღირებულება და სწრაფი სერვისი.
რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე მომხმარებელს ვთავაზობთ „დაზიანებულ“ სერვისს რაც გულისხმობს იმპორტირებული ავტომობილების შეკეთებას და სულ აღდგენას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ნაავარიები ავტომობილის შეკეთებას. ამასთანავე, გეგმიურ სერვისს რაც გულისხმობს ნებისმიერ სწრაფ ავტოსერვისს რაც ესაჭიროება თქვენს მანქანას მაგალითად: ზეთის და ხუნდების შეცვლას, სავალი ნაწილების შემოწმებას, დიაგნოსტიკა, რეცხვა, ქიმწმენდა და ა.შ.
როგორ არის შესაძლებელი თქვენი სერვისით სარგებლობა?
სერვისით რომ ისარგებლოთ, ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ან ჩვენი ციფრული არხების მეშვეობით ( Facebook, WhatsApp, Viber) და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას თითოეულ მოთხოვნაზე.
როგორ ახერხებთ ერთგული მომხმარებლების შენარჩუნებას?
გლობალ ავტო სერვისის გუნდი წარმოდგენილია მრავალწლიანი გამოცდილების ავტო ექსპერტებისგან. თითოეული მათგანი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა დამკვეთს , რაც უშუალოდ აისახება კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობის ზრდასა და პოზიტიურ უკუკავშირზე. კმაყოფილი ავტო მფლობელები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
რა სამომავლო გეგმები გაქვთ განვითარების კუთხით?
ამ ეტაპზე წარმოდგენილები ვართ მხოლოდ თბილისში და მიმდებარე ქალაქებში (მცხეთა, რუსთავი). ჩვენი მიზანია ავითვისოთ საქართველოს ყველა რეგიონი და თითოეულ რეგიონში მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სერვისი. არ გადადო, დაგვიკავშირდი: შენს ავტომობილზე ჩვენ ვიზრუნებთ!