მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო

საერთაშორისო კომპანია Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში Tax Free Shopping-ისა და გადახდის ტექნოლოგიების სფეროში.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო კომპანიის Global Blue - ს ვიცე-პრეზიდენტს ხალილ აჩკარს შეხვდა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე, სამოქალაქო ავიაციაზე, რიტეილსა და სხვა მომიჯნავე სექტორებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში აქტიურად ინერგება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური განვითარებიდან, აგრეთვე ტურიზმისა და მისი მომიჯნავე დარგების დამატებული ღირებულების ზრდადი დინამიკიდან გამომდინარე, Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. ასევე ითქვა, რომ აღნიშნული გააძლიერებს საქართველოში ტურიზმის ეკონომიკურ ეფექტს, რადგან Tax Free სერვისების გლობალური სტანდარტები ტურისტების დანახარჯებს ზრდის.

ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ Global Blue - ს საქართველოში ოპერირების დაწყება დადებითად იმოქმედებს რიტეილის სექტორზეც - ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მეტი პრემიუმ ბრენდების შემოსვლას განაპირობებს, ასევე პოზიტიურად აისახება ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები