მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მეოთხედ დაასახელა

61654ab8b81a8
ინგა მურუსიძე
12.10.21 13:00
532
მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2021 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მეოთხედ დაასახელა.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, გასული სამი წლის მსგავსად, ცენტრალური ბანკის იმ მმართველთა სიაშია, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. 2021 წლის Central Banker Report Cards - ში 101 ცენტრალური ბანკირი შეფასდა. კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში არიან: აშშ - ის ცენტრალური ბანკის მმართველი (ჯერომ პაუელი), ასევე, ისრაელის (ემირ იარონი), ახალი ზელანდიის (ადრიან ორი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

Global Finance - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

"გასულ წელს, ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა, საფრთხე შეუქმნა ფისკალურ სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის გამოც ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს საგანგებო რეჟიმში მოუხდათ მუშაობა. მათ მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენეს", - წერს გამოცემა.

"მაშინ როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და ინფლაცია ისევ მნიშვნელოვანი საზრუნავი ხდება, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან. Global Finance - ის ცენტრალური ბანკების ყოველწლიური მიმოხილვა აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის ლიდერები უმკლავდებიან გაუარესებულ მდგომარეობას და რომლები ჩამორჩებიან", - აღნიშნავს გამოცემა Global Finance - ის რედაქტორი ჯოზეფ ჯარაპუტო.

გამოცემის შეფასებით, კობა გვენეტაძემ მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ დროული და გადამჭრელი ზომები გაატარა.1987 წელს დაარსებული Global Finance - ი 163 ქვეყანაშია მიმოქცევაში. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 34-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance - ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ჟურნალის წარმომადგენლობები ლონდონსა და მილანშია განთავსებული.
(NS)




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები