მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Globalize UK 2022-ის შედეგები

BM.GE
29.11.22 11:13
218
Globalize UK კონფერენციის შედეგები უნდა მოვიკითხოთ საქმიანი დილის ეთერში. ჩვენი საქმიანი მაყურებლებისთვის უკვე ცნობილია, რომ 18 ნოემბერს, გლობალაიზის რიგით მესამე კონფერენცია ლონდონში შედგა. კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სხვადასხვა პანელურ სესიებსა და მოხსენებებში 35-მდე სპიკერმა მიიღო მონაწილეობა. ამას გარდა 15 ქართული სტარტაპი წარსდგა აუდიტორიის წინაშე და 25-მდე საექსპორტო პროდუქტი განთავსდა საგამოფენო სივრცეში. Globalize UK კონფერენციას ქართველი ანტრეპრენერები, ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები, ინვესტორები, ადგილობრივი ტექ-ქომიუნითი, სავაჭრო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სტუმრები: სალომე კუკავა - Globalize-ის დამფუძნებელი;
ლუკა ლომსაძე - Ambry Solutions-ის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები