მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

globalize.ge - სრულფასოვანი საკონსულტაციო სერვისები სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის

BM.GE
29.03.22 13:45
509
საქართველოში ახალი პლატფორმა - globalize.ge შეიქმნა, რომელიც მიზნად ქართული სტარტაპებისა და საექსპორტო პროდუქტების, საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანასა და მათი საქმიანობის გაფართოებას ისახავს. Globalize- ეს ერთგვარი ქსელია, რომელიც ქართული დიასპორის 5 ათასამდე წარმატებულ ადამიანს აერთიანებს მსოფლიოს გარშემო და ესენი არიან: ბიზნესმენები, მაღალი რგოლის აღმასრულებლები და ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტირება განახორციელონ ქართულ სტარტაპებსა და საექსპორტო პროდუქტებში, ასევე გაუზიარონ ცნობადობა და შესაბამისად წარმატება მცირე და საშუალო რგოლის ახალბედა ბიზნესებს.

Globalize მჭიდროდ თანამშრომლობს ასევე საინვესტიციო ჯგუფებთან, საერთაშორისო ინსტიტუციებთან და დონორებთან. რას გულისხმობს ახალი პლატფორმა, რამდენად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესსა და სტარტაპებს და როგორია მისი სამომავლო გეგმები?

სტუმარი: სალომე კუკავა - Globalize, დამფუძნებელი.