მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალურ ბაზარზე Nestle-ს ფასი ორ წლიან მინიმუმამდე დაეცა

შოკოლადი

პარასკევს საკვებისა და სასმელი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის, Nestle-ს ფასები გლობალურ ბაზარზე 2%-ით დაეცა და ორ წლიან მინიმუმ მიაღწია. ამის მიზეზად ინვესტორები ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის ახალ, წონის კლებაზე ორიენტირებულ პრეპარატს ასახელებენ, რომლის გამოც მომხმარებლები საკვებზე გაცილებით ნაკლებ თანხას ხარჯავენ.

Nestle უცხოურ მედიასთან აქციებზე ფასის ვარდნასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. სააქციო ღირებულება შეუმცირდათ საკვების მწარმოებელ სხვა კომპანიებს, როგორებიცაა, მაგალითად, Magnum-ის მწარმოებელი Unilever-ი ან რძის პროდუქტების მწარმოებელი Peers Danone.

ევროპელ მომხმარებელთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ჯონ კოქსმა განაცხადა, რომ საჭმლის მწარმოებელი საწარმოების ფასი მაღაზიათა ქსელ Walmart-ის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც კომპანია მადის დამაქვეითებელი პრეპარატების საკვებ ინდუსტრიაზე გავლენას აფასებს და აღნიშნავს, რომ მომხმარებლები სუპერმარკეტებში სწორედ ამის გამო ყიდულობს უფრო ნაკლებს. კომპანიის განცხადებით, Walmart-მა გაყიდვების მაჩვენებლები მას შემდეგ შეამცირა, რაც მსგავსი მედიკამენტები გამოჩნდა ბაზარზე. 

თუმცა კოქსი იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა Nestle-ს მსგავს კომპანიებს გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას არ უქმნის. მადის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოჩენა კი განსაკუთრებით ვერ ავნებს ისეთ მწარმოებლებს, რომლებიც ბაზარს წყლით, ბავშვის რძის ფორმულით ან სულაც იოგურტებით ამარაგებს. 

რაც შეეხება Nestle-ს პროდუქტებს, როგორც ამას Bernstein-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, კომპანიის ზოგიერთი დასახელების პროდუქტი, შესაძლოა რისკის ქვეშ იყოს, თუმცა მათ მთავარ წარმოებას საფრთხე არ ემუქრებათ.

“ვხედავთ პოტენციურ რისკებს კომპანიის ისეთი კატეგორიებისთვის, როგორიცაა გაყინული ნახევარფაბრიკატები, თუმცა Nestle-ს სხვა მთავარ წარმოებებში, როგორებიცაა ყავის, შინაური ცხოველების საკვების, ჩვილთა ნუტრიციისა და წყლის წარმოება, გავლენა გაცილებით დაბალი იქნება”, - ამბობს ბრუნო მონტეინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები