მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალურ ბირჟაზე შაქრის ფასი შემცირდა

შაქარი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთწლიან პერიოდში ვარდნა 24%-ია.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული.

ამას ისიც ემატება, რომ ბირჟაზე კაკაო გაიაფებულია, ხოლო კაკაოსა და შაქარს შორის ყოველთვის არსებობს ინდუსტრიული კორელაცია.

თუკი სამომავლო პროგნოზებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ანალიტიკოსები შაქრის უფრო მეტად გაიაფებას არ მოელიან, რადგან მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი ამჟამად დასტაბილურებულია.

ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, საშუალოდ კილოგრამი შაქრის ფასი საქართველოში 2 ლარის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები