მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლობალურ კონკურენტუნარიან გარემოში კადრების შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება", - ზურაბ ლალაზაშვილი

ზურაბ ლალაზაშვილი

"ბიზნესს ბევრი გამოწვევა აქვს, ერთ-ერთი კვლავ კვალიფიციური კადრების დეფიციტი რჩება, თუ ეს ადრე გარკვეულ სექტორებს ეხებოდა, ახლა უკვე უფრო ფართო ბიზნეს სექტორს შეეხო", - ამის შესახებ BMG-ის BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა განუცხადა. 

ამ საკითხს ის ბიზნესის მდგრადი განვითარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგრადობასთან პირდაპირ კავშირში არაა, მას ირიბი ზეგავლენა მაინც აქვს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო მხარს უჭერს "გაეროს გლობალური შეთანხმების" 2030 წლის დღის წესრიგს, რომლის მიხედვითაც ბიზნესები უფრო მდგრადი უნდა გახდნენ და აქედან გამომდინარე, ქართულ ბიზნეს სექტორს უწევს, რომ საერთაშორისო სტანდარტებს მოერგოს. 

"გაეროს გლობალური შეთანხმების მიხედვით 2030 წლამდე გაწერილია გეგმა, რომლის მიხედვითაც ბიზნესები უნდა გახდნენ უფრო მდგრადები. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, დამკვიდრდა ახალი სტანდარტები იმის შესახებ თუ როგორ უნდა წარადგინონ ბიზნესებმა ანგარიშგება, შესაბამისად, ქართულ ბიზნესსაც მოუწვეს, რომ ამ სტანდარტებს მოერგოს და აუცილებელია, რომ ჩვენ დავინახოთ, რა რჩება მთავარ გამოწვევად, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და რა კუთხით უნდა გააუმჯობესოს თავისი მუშაობის პროცესი", - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

BDO-ს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს იმასაც, რომ იმ ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომლებიც თავიანთი დასაქმებულების კეთილდღეობასა და ანაზღაურებაზე ზრუნავენ, ცხადია, რომ კადრების შენარჩუნება უფრო მარტივია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ქვეყანა გლობალურ კონკურენტუნარიან გარემოში იმყოფება, დასაქმებულთა შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება.

"ჩვენ გლობალურ კონკურნტულ გარემოში ვართ, დასაქმებულისთვის უკვე მარტივია, რომ სამსახური საზღვარგარეთ იშოვოს, ამიტომ კადრების შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება, მე ვფიქრობ, უფრო ღრმა ფესვები უნდა ვეძებოთ - როგორ ხდება ბავშვების განათლების მიღება, უნარების განვითარება და ასე შემდეგ, ამის გადაჭრა მოკლე ვადიანი ნაბიჯებით წარმოუდგენლად მეჩვენება", - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები