მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გლობალურ ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია - რას გულისხმობს სუს-ის ხელმძღვანელი?

სს
12.06.24 20:50
180

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ხშირად ნახსენებ "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა და განმარტა, თუ რას გულისხმობს ტერმინი.

მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია.

„ჩემი აზრით, ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. შეიძლება, ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული არც იყოს. „გლობალური ომის პარტია“ პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ალბათ, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას.. ჩვენ ვიხილეთ ასეთი დამაზიანებელი განცხადებები როგორც შარშან, ისე წელსაც. ალბათ, ამათი ერთობლიობაა, გეოგრაფია არ გააჩნია ამ პარტიას... თუ ტელევიზიის არქივებში ჩაიხედებით, ადვილად მოძებნით ჩვენს ანგარიშში სახელებისა და გვარების შესახებ, ქმედებები არის გაწერილი, წამკითხველის გონების დაძაბვის ფაქტორია, რომ დაძაბოთ გონება და აუცილებლად სახელებსა და გვარებს თქვენ თვითონ მიხვდებით.

პარტნიორების წარმომადგენლები არა, არიან კონკრეტული პოლიტიკური პირები, ინტერესის ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის თანამოზიარეები არიან. აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა იმ აქტორის როლი და მონაწილეობა, რომელიც დაინტერესებულია დამშვიდებული, დაწყნარებული, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით“, - განაცხადა ლილუაშვილმა. კითხვაზე, ვინ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომელზეც ხშირად გაკეთებულა განცხადებები, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ დგას ამის უკან, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და იქ დამსწრე პირებმა იციან, რა ძალებზეა საუბარი. „ვსაუბრობთ დახურულ ფორმატში, სადაც დეპუტატების დამსწრე რაოდენობამ, ზუსტად იმდენმა, რამდენიც ესწრებოდა, გაიგეს, რა ძალებზეა საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები