მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალურად ჰესების დადგმული სიმძლავრე 13.7 გგვტ-ით გაიზარდა - სადაა საქართველო მსოფლიო რეიტინგში?

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულმა ასოციაციამ (IHA) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2023 წელს მსოფლიოში დადგმული სიმძლავრე 1,416 გგვტ-მდე გაიზარდა.

გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გლობალურად 7.2 გგვტ-ით გაიზარდა და 1,237 გიგავატს მიაღწია, ხოლო ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების დადგმული სიმძლავრე 6.5 გგვტ-ით, 179 გიგავატამდე გაიზარდა.

IHA-ს ანგარიშის თანახმად, გენერაციის ახალი სიმძლავრეების მიხედვით, საქართველო 54 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველოში მხოლოდ 6 მცირე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეც 9 მგვტ-მდე იყო. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში 49 მგვტ ახალი სიმძლავრით 29-ე ადგილზეა მეზობელი სომხეთი. კიდევ უფრო კარგი შედეგი აქვს აზერბაიჯანს და 147 მგვტ ახალი გენერაციით მე-17 ადგილზეა. ხოლო თურქეთი, 399 მგვტ-ით, მე-8 პოზიციას იკავებს. გლობალური რეიტინგის სათავეში, 6,749 მგვტ ახალი დადგმული სიმძლავრით, კვლავ ჩინეთია.

ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ განახლებადი ენერგიის წახალისების მიზნით ახალი ინიციატივა ამოქმედდა. კერძოდ, საუბარიაბიზნეს უნივერსალისშესახებ, რომლის ფარგლებში 0.5 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ხდება. ამასთან, გასულ წელს ჩატარდა განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონი 300 მგვტ-ზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კი ენგურჰესისუსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი დაამტკიცა, რაც 28 მილიონი ევროს სესხის გამოყოფას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები