მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიური ვითარება უმჯობესდება, „გლობალურად“ უარესდება. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო 10–დან 9 დღის განმავლობაში გლობალურად 100 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ხოლო გუშინდელი შემთხვევების 75% მოდის მხოლოდ 10 ქვეყანაზე - მათი უმრავლესობა ამერიკასა და სამხრეთ აზიის რეგიონშია.
გარდა ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ცალკეულ ქვეყნებში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.
„კვლევები აჩვენებს თუ მოსახლეობის რა რაოდენობა არის მოწყვლადი ვირუსის მიმართ. შედეგების მიხედვით, გლობალურად მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მოწყვლადია ინფექციის მიმართ“, – დასძინა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.