მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ავტომწარმოებლები ახალი თაობის ბატარეების წარმოებისთვის ემზადებიან

ბატარეები
BM. GE
23.07.25 00:42
638

ავტომობილების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები ახალი თაობის, მყარსხეულიანი ბატარეების წარმოებაში აქტიური ჩაშვებისთვის ემზადებიან. მიზეზი ეფექტურობასთან დაკავშირებული ის უპირატესობებია, რომლებსაც კომპანიებს აღნიშნული ბატარეები სთავაზობს . 2025-2028 წლების შუალედში ახალი ბატარიებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოებას როგორც Toyota და Honda, ისე Mercedes-Benz და BYD გეგმავენ.

იაპონური ავტომწარმოებლის მიზნები უფრო შორსაც მიდის. კერძოდ, კომპანია განახლებული ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას 2030 წლისთვის დაიწყებს. მას არ ჩამორჩება Honda, რომელმაც სპეციალურად ამ მიზნით აგებული $270-მილიონიანი ქარხანა წლის დასაწყისში გახსნა. აღნიშნული ქარხანა კომპანიას საშუალებას მისცემს, წლიურად 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოების მაჩვენებელს 2030 წლამდე მიაღწიოს.

ჯერჯერობით, შედარებით მოკრძალებულია BYD-სა და Mercedes-Benz-ის გეგმები. მყარსხეულიანი ბატარიებით აღჭურვილი მანქანების მცირე მასშტაბით წარმოებას ორივე კომპანია 2027 წლისთვის აპირებ. თუმცა არცერთი მათგანი არ აკონკრეტებს, როდის დაიწყება ახალი ტიპის ელექტრომობილების მასობრივი წარმოება.

მყარსხეულიან ბატარეებს არაერთი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მანძილის გავლის რესურსი 80%-ით გაიზრდება. გაუმჯობესდება უსაფრთხოება და ბატარეები გაცილებით ჩქარა დაიტენება. ჯერჯერობით, ერთადერთი პრობლემა ფასია. ამჟამად გამოყენებად ლითიუმ-იონის ბატარეებთან შედარებით, საშუალოდ, 250%-ით ძვირია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები