მსოფლიო ბანკის განახლებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზების მთავარი წუხილი ის არის, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ახალი ათწლეული შესაძლოა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ათწლეულად ჩამოყალიბდეს. ამ ხაზს გავყევით ჩვენც ინტერვიუში და რამდენიმე აქცენტი დავსვით – გავაანალიზეთ გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიზეზები; ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რაც 2020 წლიდან ახალი ათწლეულის მიმართ ტრანფორმაციული გავლენის თვალსაზრისით ჰქონდა მსოფლიო ბანკს; განვიხილეთ ის მიდგომები და რეფორმები, რაც შეიძლება ქვეყნებმა გაატარონ იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის ინვესტიციები მოიზიდონ და ინვესტიციების სტაბილური ზრდის ფონზე ერთი მხრივ დააბალანსონ საგარეო გამოწვევები და მეორე მხრივ, გაზარდონ ეკონომიკა, ერთ სულზე შემოსავალი და დააგროვონ დოვლათი. რას აფუძნებს მსოფლიო ბანკი თავის პროგნოზებს და რა განსხვავებებს ხედავს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიდგომებში?
აიჰან კოსე - მსოფლიო ბანკის ანალიტიკური ჯგუფის დირექტორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;