"საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ჩვენ კოვიდ-ვითარების მიუხედავად, ინდექსში კარგი პოზიცია გვაქვს. 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60-ეულს მიღმა იყო,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულის გაუმჯობესება ასახავს მთავრობის სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე.
"საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანამიმდევრული რეფორმების გატარების, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას. ვფიქრობ, ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ზრდის ნდობას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




























