მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველო 43-მდე დაწინაურდა - მთავრობა

კორუფცია
BM. GE
09.11.23 15:15
26

შვეიცარიულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ - Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა. წინა წელთან შედარებით რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა.

შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო - სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“.

საქართველო შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს.

ამასთან, კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

რეგიონის ქვეყნების შედეგები ასე ნაწილდება:

საქართველო - 43-ე ადგილი;
რუსეთის ფედერაცია - 127-ე ადგილი;
აზერბაიჯანი - 143-ე ადგილი;
სომხეთი - 61-ე ადგილი;
უკრაინა - 126-ე ადგილი;
თურქეთი - 124-ე ადგილი;
მოლდოვა - 104-ე ადგილი.

მეთოდოლოგიის თანახმად, GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები