ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2008 წელს ომის დროს ევროპელები საქართველოს გვერდით არ იდგნენ, რაც შეცდომა იყო.
"აშკარაა, რომ ოპოზიცია აქ აბსოლუტურად არ აფასებდა შესაბამისად იმ ფაქტს, რომ ბევრ საქართველოს მოქალაქეს, სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის იმიტომ, რომ “გლობალური ომის პარტია” არსებობს - ეს გახლავთ რუსეთი.
მე სრულად მესმის ის, რომ ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს და მესმის, რომ განსაკუთრებით აქ, თქვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ 20% თქვენი ტერიტორიების რუსული ოკუპაციის ქვეშ გახლავთ . ეს დიდი იმედგაცრუებაა, ჩვენ ევროპაში - გერმანელებმა, ფრანგებმა და ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008 წელს, შორს ვიყავით როგორც მეგობრები და მოკავშირეები, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, გვესწავლა ჩვენს შეცდომებზე - ამიტომ, უნდა ცოტათი მოთმინებით მოგვეპყროთ ჩვენ. ზოგჯერ დრო სჭირდება, რომ შემოტრიალების წერტილს მივაღწიოთ.
ჩვენ უნდა შევქმნათ უზარმაზარი კოალიცია გლობალური ომის პარტიის, რუსეთის წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რატომ ვიმყოფებით აქ და ყველას მოგესალმებით, თუ შემოგვიერთდებით", - ამბობს როთი.