მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლობალური პარტნიორობის განმტკიცება კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია" - კობახიძე გაეროს ელჩებს შეხვდა

ბაეროს ელჩები

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებული ელჩების დელეგაციას შეხვდა.

ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და სატრანზიტო როლი, ასევე − რეგიონული თანამშრომლობა და არსებული გამოწვევები.

შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ X-ში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია.

„ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას და მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები