საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი უახლეს ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო ორ წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი სიმდიდრის 63% უმდიდრესი მოქალაქეების მხოლოდ 1%-ზე მოდის.
Oxfam-ის მტკიცებით, 2020 წლიდნ 2022-მდე გენერირებული 42 ტრილიონი დოლარიდან $26 ტრილიონი სწორედ მოსახლეობის 1%-ზე გადანაწილდა, პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე კი ახლად შექმნილი ქონებიდან მხოლოდ $16 ტრილიონი ნაწილდება.
შედარებისთვის, ერთი საშუალო უმდიდრესი მოქალაქის მიერ გამომუშავებული ყოველი 1.7 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, დანარჩენი, ჩვეულებრივი მოქალაქეებიდან თითოეულმა მხოლოდ 1 დოლარი მიიღო.
ორგანიზაციის დირექტორის, გაბრიელა ბუჩერის განცხადებით, აღნიშნული სტატისტიკა საგანგაშოა და მის გამოსასწორებლად სახელმწიფოებმა მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ, რათა გლობალური ეკონომიკა შედარებით ინკლუზიურად და მდგრადად განვითარდეს.