მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ზრდის ანტირეკორდის მოლოდინში

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ათწლეული განვითარების მიმართულებით გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, თუმცა პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს - გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება.

ამ ფონზე, მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. 2023 წლის პროგნოზთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ზრდის მოსალოდნელი შენელება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მიგრაციული ეკონომიკური ბუსტის შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა რომ 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6.5%-მდე შემცირდა, რაც მათ შორის მაღალი საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.

საქართველოს მთავრობის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მოლოდინზე უფრო ოპტიმისტურია. საქართველოს მთავრობა 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბიუჯეტიც ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი.

სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები