მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council) ინფორმაციით, 2025 წლის აპრილში ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს შესყიდვები 12%-ით შეამცირეს. საერთო ჯამში, ბანკებმა ერთ თვეში 12 ტონა ოქრო იყიდეს, როცა წლიური შესყიდვის საშუალო მაჩვენებელი 28 ტონა იყო.
ექსპერტების შეფასებით, შესყიდვის მოცულობის შემცირება ოქროს რეკორდული გაძვირებით აიხსნება. მართალია, ცენტრალური ბანკები ძვირფას მეტალს ისევ დიდი რაოდენობით ყიდულობენ, თუმცა ისინი რეკორდულად გაზრდილი ფასის პირობებში შედარებით თავს იკავებენ.
უშუალოდ ოქროს ფასს რაც შეეხება, ის ამჟამად უნციაზე 3,400 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში ოქროს ფასმა რეკორდულ 3,500-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით იყო განპირობებული.




























