ისრაელი-ჰამასის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროზე მოთხოვნა იზრდება.
ამ ეტაპზე ოქროს ფასი 2.8%-ითაა გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება 1,910 დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ოქროზე მოთხოვნის ზრდა მარტივი მიზეზით არის განპირობებული. ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორების დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ. საუკუნეებია, ოქრო კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება, ამიტომაც ამჟამად მისი ფასი იმატებს.