"პარი სენ-ჟერმენის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ორ ნომინაციაში - 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო ფორვარდის ჯილდოებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
Globe Soccer Awards მსოფლიო ფეხბურთში წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, მწვრთნელებს, ფუნქციონერებსა და ორგანიზაციებს 2010 წლიდან მოყოლებული აჯილდოებს.

Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო მოთამაშის (კაცთა ფეხბურთში) წოდებისთვის ბრძოლას 15 ფეხბურთელი აგრძელებს. ხვიჩას გარდა, ნომინანტები არიან: უსმან დემბელე, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია (ყველა "პსჟ"), რობერტ ლევანდოვსკი, პედრი, რაფინია, ლამინ იამალი (ყველა "ბარსელონა"), კილიან მბაპე, ვინისიუსი (ორივე "რეალი"), ერლინგ ჰაალანდი ("მანჩესტერ სიტი"), კოულ პალმერი ("ჩელსი") და მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული").
Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო ფორვარდის წოდებისთვის კი ფინალურ ეტაპზე ბრძოლას 8 ფეხბურთელი აგრძელებს. ხვიჩას გარდა, აქ ნომინანტები არიან: რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ლამინ იამალი (ყველა "ბარსელონა"), უსმან დემბელე ("პსჟ"), ჰარი კეინი ("ბაიერნი"), კილიან მბაპე ("რეალი") და მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული").
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის ნომინანტთა შორის 2024 წელსაც იყო, თუმცა საბოლოოდ 11 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა. შარშან ამ ნომინაციაში გამარჯვება "მადრიდის რეალის" შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა მოიპოვა, რომელიც წლის საუკეთესო ფორვარდადაც დასახელდა.
Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების რიგით მე-16 ცერემონიალს 28 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კერძოდ კი, დუბაის ფეშენებელური სასტუმრო Atlantis The Royal უმასპინძლებს.




























