გასული წლის აგვისტოში, ტექნოლოგიურმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე ახალი პროექტი, Cook Room წამოიწყო. რაც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოები. ამ პროექტის საშუალებით, Glovo-ს პარტნიორ ობიექტებს შესაძლებლობა აქვთ დაამატონ ახალი ლოკაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული. ერთი წლის შემდეგ კი, Glovo-ს მიტანის სერვისის შესაძლებლობები კიდევ გაფართოვდა და ამჯერად Dark Store წარუდგინა საზოგადოებას.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სავაჭრო ბიზნესმა დიდი ცვლილებები განიცადა და გლობალური პანდემიის რეალობაში, Dark Store კონცეფცია ბევრად მოთხოვნადი გახდა. ეს კონცეფცია გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია Glovo-ს პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალურად აღჭურვილი მაღაზიები.
Dark Store ძირითადად ორიენტირებული იქნება სასურსათო პროდუქციაზე, ხოლო აპლიკაციაში Glovo ექსპრესის სივრცეში იქნება დამატებული.
პროექტის საშუალებით, Glovo ექსპრესის პარტნიორ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს დაამატონ ახალი სავაჭრო სივრცე, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული. ასეთ “მაღაზიაში“ ვერ შეხვდებით კონსულტანტს, მოლარესა და მომსახურების სერვისს. პროდუქტები ხელმისაწვდომია მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში. ქალაქის პირველი Dark Store დიღომში, Cook Room-ის ბაზაზე შეიქმნება.
შედეგად, Dark Store დაეხმარება პარტნიორებს ბიზნესის გაფართოებაში, ხოლო მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვან არჩევანსა და ადგილზე მიტანის კიდევ უფრო სწრაფ სერვისს შესთავაზებს - სულ მალე, Glovo-ს საშუალებით სასურველი სურსათის მიღება 15 წუთში იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული პროექტი უკვე წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - 18 მაღაზია უკვე ფუნქციონირებს ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და რუმინეთში. 2021 წლის ბოლომდე, ტექნოლოგიური კომპანია მსოფლიოს 16 ქვეყანაში 100-ზე მეტი Dark Store-ის გახსნას გეგმავს.
Glovo-ს შესახებ:
Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com
(NS)