მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს” — Glovo-ს და Wolt-ის სათაო ოფისების ერთობლივი განცხადება

გლოვო და ვოლტი
19.12.24 13:12
1747

პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი, Glovo და Wolt საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროპული კომპანიები საქართველოს ისტორიულ პროევროპულ არჩევანს აღიარებენ და დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ.

Glovo-ს და Wolt-ის ერთობლივ განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

“2018 წელს ქართული ბაზარზე შესვლის შემდეგ, გლოვო და ვოლტი სიამაყით ვუჭერთ მხარს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას. ადგილობრივი ბიზნესების, მათ შორის სტარტაპებისა და მეწარმეების პარტნიორობით, ათასობით კურიერის გაძლიერებით და ასობით ათასი მომხმარებლის მომსახურებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის სწრაფ განვითარებას და შევქმენით ეკოსისტემა, რომელმაც ახალი ტიპის ბიზნესებისა და მომსახურებების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, რაც ადრე ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი.

როგორც ევროპული კომპანიები, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ისტორიული არჩევანის უზარმაზარ პოტენციალს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მომავალს სთავაზობს, და ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ჩვენი ფიქრები მშვიდობიანი დემონსტრანტებისკენ არის მიმართული, რომლებიც ამ რთულ კრიზისში დაზარალდნენ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზაზე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უზრუნველჰყოფს უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს ყველასთვის”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები