Glovo, მსოფლიოში წამყვანი მრავალკატეგორული მიწოდების პლატფორმა, დღეიდან ახალ ინიციატივას აანონსებს. ინიციატივა წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას, გაზარდოს კურიერებისთვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა და შესთავაზოს სხვადასხვა შეღავათი, განურჩევლად იმისა, თუ რა სიხშირით იყენებს კურიერი აპლიკაციას.
„კურიერებისთვის“ შეიქმნა Fairwork-ის რჩევებითა და რეკომენდაციებით. ის ადგენს ახალ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს სამართლიან საათობრივ გამომუშავებას(WageIndicator-ის სამართლიანი შემოსავლის და მინიმალური ხელფასის მონაცემების გათვალისწინებით) გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტსა და საგანმანათლებლო ტრენინგებზე ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოების ახალ სტანდარტებსა და მათ უზრუნველყოფას. კომპანია მიიჩნევს, რომ გიგ-ეკონომიკა კურიერებისთვის წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს და ამიტომაც, აუცილებელია მათთვის სოციალური უფლებებისა და სხვადასხვა შეღავათების ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმატით იყენებენ კურიერები პლატფორმას.
Glovo-ს ახალი ინიციატივა 2022 წლის ბოლომდე იმ ქვეყნების 40%-ს დაფარავს, სადაც კომპანია ოპერირებს, თუმცა თავდაპირველად, საწყის ფაზაში, ინიციატივა მაროკოსა და საქართველოში ამოქმედდება.
უფრო სამართლიანი სამუშაო პირობებისთვის
უფრო სამართლიანი მომავლისა და კურიერებისთვის უფრო მეტი უსაფრთხოებისა და მისი დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად, სამუშაო გარემოსა და პირობების გასაუმჯობესებლად, Glovo ამბობს, რომ უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი ხუთი პუნქტი:
სამართლიანი ანაზღაურება - ეს პუნქტი მოიცავს კურიერების საათობრივი გამომუშავების სრულ გამჭვირვალობას, მათი სამუშაო ფორმატისაგან დამოუკიდებლად. ასევე, გათვალისწინებულია „ერთგულების ბონუსი“ შესრულებული ან გაცვლილი დროის შესაბამისად.
გაუმჯობესებული დაზღვევა (360 ° უსაფრთხოება) - სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევის, მესამე მხარის პასუხისმგებლობისა და ტვირთის ტრანსპორტირების, ასევე ავადმყოფობის მიზეზით გამოწერილი შვებულების (ბიულეტენის), დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფა. ასევე, წვდომა „საოჯახო ხარჯების" შეღავათებზე.
უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფა (360 ° უსაფრთხოება) - ეს პუნქტი გულისხმობს, რომ საგზაო უსაფრთხოების ინვენტარი, ჩაფხუტები და ამრეკლავი ქურთუკები Glovo Store– ის საშუალებით ყველა კურიერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, გამარტივდება ველოსიპედისა და ტექნიკური მომსახურების სადგურებზე წვდომაც.
პროაქტიული მენეჯმენტი - სამართლიანი და ხელმისაწვდომი გასაჩივრების პროცესი აპლიკაციიდან დეაქტივირებული ყველა კურიერისთვის. ახლად დაარსებული არხები კურიერებს საშუალებას აძლევს ერთობლივად მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ პლატფორმასთან მათ წვდომაზე და ხელს უწყობენ ღია დიალოგს კურიერებთან თუ ასოციაციებთან.
კურიერების საზოგადოების გაძლიერება - სასწავლო კურსები მეწარმეობის, ბიზნესის მენეჯმენტის, IT უნარებისა თუ ენების შესახებ, რომლებიც დაეხმარება კურიერებს განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარები და მიიღონ დამატებითი ცოდნა. ასევე, აპლიკაციას დაემატება SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციებში და დაინერგება ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ნებისმიერი სახის შევიწროების თავიდან ასაცილებლად.
Fairwork-ის აუდიტის პროცესი
Glovo-ს მიერ „კურიერებისთვის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებები დაექვემდებარება გარე აუდიტს (Fairwork) და ყველა დასკვნა იქნება საჯარო. როგორც დამოუკიდებელი მხარე, Fairwork არ მონაწილეობს კომპანიის შიდა აქტივობებში, მაგრამ დააკვირდება და შეაფასებს იმ პროგრესს, რაც უფრო სამართლიანი სამუშაო პირობების ხუთ პრინციპს მოჰყვება.
Fairwork-ის გარე კვლევები მოიცავს გამოკითხვებს და ინტერვიუებს კურიერებთან იმ ქვეყნებში, სადაც „კურიერებისთვის“ იქნება აქტიური. ამ პროცესებში არ ჩაერთვება Glovo, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი და ობიექტური შედეგები. პირველი მიმოხილვა ჩატარდება ინიციატივის დაწყებამდე მაროკოში და საქართველოში, ხოლო მეორე მიმოხილვა, პირველი სამი თვის შემდეგ. Fairwork არის საერთაშორისო კვლევითი პროექტი, რომელიც სამართლიანი სამუშაო პირობების ხუთი პრინციპის მიხედვით, აფასებს ციფრული შრომის პლატფორმების მუშაობის პირობებს. Fairwork არ მიიღებს კომპენსაციას Glovo-სგან და გამოავლენს ნებისმიერ სფეროს, სადაც კომპანია არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
საშა მიქაუდი, Glovo-ს თანადამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: „მიუხედავად იმისა, რომ გიგ-კონომიკა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, მას აქვს თავისი გამოწვევები და სჭირდება გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი კურიერების სოციალური უფლებების თვალსაზრისით. Glovo-ში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ კურიერებისთვის შეგვეთავაზებინა მეტი სოციალური უფლებები, მიუხედავად ჩვენი საკონტრაქტო ურთიერთობისა. 2023 წლისთვის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვითანამშრომლებთ დაახლოებით 240,000 კურიერთან მთელს მსოფლიოში და მზად ვართ შევთავაზოთ უკეთესი სოციალური უფლებები, სამუშაო პირობები და ასევე, დავიცვათ ის ავტონომია და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა შექმნის ინდუსტრიის ახალ სტანდარტს, რომლის საშუალებითაც, გიგ-ეკონომიკა უფრო სამართლიანი გახდება. ის გაუმჯობესდება სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით და შეიქმნება პრაქტიკის ახალი მოდელი, რომელსაც დაეფუძნება მთელი ინდუსტრია“.
პროფესორი მარკ გრეჰემი, Fairwork-ის დირექტორი: „გიგ-ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, დასაქმებულთა უმეტესობას არ გააჩნია ძირითადი შრომითი უფლებები და შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი დაცვა. დასაქმებულების მთავარი პრობლემებია სახიფათო სამუშაო პირობები, უსამართლო შემოსავალი და სხვადასხვა ორგანიზაციული ბარიერები. Glovo, როგორც გიგ-ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი, გახდება სამართლიანი პრაქტიკის მაგალითი, თუ ისინი განახორციელებენ ყოვლისმომცველ პოლიტიკას, რომელიც გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებს. Fairwork არ ერევა კომპანიების საქმიანობაში, მაგრამ უზრუნველყოფს მათი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამოუკიდებელ შეფასებას. ამ პოზიციიდან, ჩვენ მივესალმებით Glovo-ს შემოთავაზებას, უზრუნველვყოთ მათი ახალი ინიციატივის დამოუკიდებელი შეფასება და მოუთმენლად ველით შედეგების მიმოხილვას“.
Fairwork-ის გარდა, Glovo თანამშრომლობს WageIndicator.org-თან, რათა მიიღოს ინფორმაცია თითოეული ქვეყნის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით. ხოლო დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით, კომპანოა Qover-ისა და Chubb-ის დაუმეგობრდა.