მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Glulam - შეწებებული ხის მორებისგან სახლების მშენებლობა - რას სთავაზობს Eco House XXI ქართულ ბაზარს?

შეწებებული მორების სახლი

ეკომეგობრულობა, ენერგოეფექტურობა, გამძლეობა, ცეცხლმედეგობა და სეისმომედეგობა, კომფორტულობა - ამ უპირატესობებით გამოარჩევენ მთელ მსოფლიოში ხის სახლებს, რომლებიც შეწებებული პროფილირებული ძელებისგან შენდება. საუკუნეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც გერმანიაში ხის მცირე ზომის დაფების სპეციალური წებოთი შეწებების ტექნოლოგიამდე მივიდნენ.. მას შემდეგ შეწებებული პროფილირებულ ხის ძელებს სხვადასხვა ქვეყანაში Glulam-ს უწოდებენ და ეკოლოგიურად სუფთა მდგრადი შენობებისა და ნაგებობების ასაშენებლად იყენებენ.

აღსანიშნია, რომ Glulam-ით ნაგებობების მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მშენებლობის მაღალი სიჩქარეა… - ამგვარად, ევროპული ტექნოლოგიით სახლების მშენებლობა სხვა ქვეყნებშიც მალე გავრცელდა და Glulam-ის საწარმოები ევროპაში, აშშ-ში, რუსეთსა და აზიის ქვეყნებშიც ამოქმედდა.

საქართველოში ამ ტიპის მასალით სახლების მშენებლობა სიახლეს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა თბილისის შემოგარენში შეწებებული პროფილირებული ხის - Glulam-ისგან მშენებლობის შემთხვევებს უკვე ვხვდებით. ერთ-ერთი ასეთი სახლი მეპატრონე სალომე მაჭავარიანია, რომელმაც ოჯახთან ერთად, წოდორეთში შეძენილ მიწის ნაკვეთზე, მყუდრო საცხოვრებელი სწორედ Glulam-ისგან აიშენა.

“გვინდოდა პატარა, მყუდრო და ენერგოეფექტური სახლის აშენება და მივედით შეწებებული ხის მორის არჩევანამდე. საქართველოში ეს მასალა მაინც და მაინც გავრცელებული არ არის, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან გამძლეა. რამდენიმე ფიცარია ერთმანეთზე შეწებებული. ჩვენი სახლი 16-სანტიმეტრიანი სისქის მორებისგან არის აშენებული. ერთ-ერთი უპირატესობა ამ მასალით სახლის სწრაფი მშენებლობაა. სახლის შეკვეთიდან და მასალის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სახლის კედლები 2 კვირაში უკვე აშენებული იყო. ხოლო გადახურვიანად და ყველა სხვა დეტალის გათვალისწინებით, მშენებლობა 1.5 თვეში დასრულდა”, - ამბობს სახლის მეპატრონე.

მისივე ინფორმაციით, Glulam-ისგან სახლის ღირებულება, სხვა მასალებთან შედარებით საშუალოზე მაღალია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ ტიპის ხის სამშენებლო მასალის უპირატესობების გამო მიიღეს. საბოლოო ჯამში კი ეკოსახლში გატარებული 5-წლიანი პერიოდის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ სწორი და გრძელვადიანი არჩევანი გააკეთეს.

იმისთვის, რომ ქვეყანაში გრძელ ვადაზე გათვლილი გადაწყვეტილებები უფრო მეტმა მოსახლემ მიიღოს, 2024 წელს საქართველოში ახალი კომპანია Eco House XXI დაფუძნდა. კომპანია ადგილობრივებს თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული Glulam-ისგან, პრემიუმ კლასის სახლების მშენებლობას სთავაზობს. მათი მიზანი ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის ხის მასალისგან სახლების მშენებლობის სტანდარტის ჩამოყალიბება და ქვეყანაში ამ ტიპის შენობა-ნაგებობების პოპულარობის ზრდაა.

Eco House XXI კერძო სახლებს, სასტუმროებს, საბავშვო ბაღებსა და სხვა საზოგადო დაწესებულებებს აპროექტებს. ამასთან, მუშაობს მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული დიზაინის შექმნასა და საბოლოო პროექტების მშენებლობაზე. როგორც კომპანიის დირექტორი ტატიანა ლიტვინოვა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბაზარი ახალი პროდუქტის მისაღებად მზად არის, კომპანია კი ადგილობრივ მომხმარებელს ხის სახლების მშენებლობით ხარისხიანი ცხოვრების სტილს სთავაზობს, სადაც კომფორტი, დაცულობა, ესთეტიკა და ეკოლოგიურობაა შერწყმული.

“დაახლოებით 2 წელია ადგილობრივ ბაზარს ვიკვლევთ, ბოლო ერთი წელი კი კომპანიის განვითარებაზე და ჩვენი რეალური მომხმარებლის შესწავლაზე ვიმუშავეთ. მივედით დასკვნამდე, რომ ბაზარი ფორმირებულია... შეიძლება ითქვას, რომ მის ფორმირებაზე გარკვეულწილად ჩვენი წვილილიც შევიტანეთ. ახლა აქტიურ გაყიდვებს ვიწყებთ.

მშენებლობის ტექნოლოგიები, ენერგოეფექტიანობა, სეისმომედეგობა, საიმედოობა, ცეცხლმედეგობა და გამძლეობა - სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით, ამ უპირატესობების გათვალისწინებით, შეწებებული ლამინირებული ხისგან აშენებული სახლები 100 წელზე მეტ ხანს ფუნქციონირებენ. Glulam კარგი ჩამნაცვლებელია საქართველოში ნაშენები ხის სახლებისა, რომლებსაც თქვენი წინაპრები აქ აშენებდნენ. Glulam ნომერ პირველი მასალაა მთელ მსოფლიოში და ვფიქრობ, ახლა საქართველოს დროც მოვიდა.

2 წლის განმავლობაში ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ამ მიმართულებით კონკურენცია საერთოდ არ არის. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი - პატარა ბაზარია, Glulam-ი კი ძვირად ღირებული პროდუქტია. ეს პრემიალური სახლებია. მეორე კი ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების დეფიციტია.

ჩვენ ადეკვატური საფასო პოლიტიკით ვართ წარმოდგენილი, ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ურთიერთმიმართებით, ფასწარმოქმნაში მოქნილობით, ყველა დამკვეთთან ინდივიდუალური მიდგომებით და ხარისხის გარანტიით”, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ტატიანა ლიტვინოვა.

მსოფლიოში Glulam-ს მშენებლობაში აქტიურად იყენებენ როგორც მთიან რეგიონებში, ასევე მაღალი ტეანიანობის მქონე - ზღვისპირა ადგილებში, ვინაიდან ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებული ხის მორები კარგად აკავებს ტენსა და სითბოს კლიმატური პირობების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ შეწებებული ლამინირებული ხის მორებისგან შესაძლებელია არამხოლოდ სახლების, არამედ სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და დაწესებულებების მშენებლობა, ისეთები როგორებიც არის 4 და 4-ზე მეტ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, მთის მინი სასტუმროები, აბანოები და საუნები, რესტორნები, საბავშვო ბაღები, სპორტული ობიექტები, საავადმყოფოები, სოფლის მეურნეობაში კი შეწებებული ლამინირებული ხისგან სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებს - ანგარებსა და საწყობებს აშენებენ.

ამგვარი შენობების მშენებლობაზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ ის უპირატესობებიც, რომელსაც Glulam-ით მშენებლობა იძლევა. ერთ-ერთი ასეთი შენობაში ფარული გაყვანილობის შესაძლებლობაა, რისთვისაც ხეში პროექტის მიხედვით არხები იბურღება. ასეთი სახლის ფასადი გარეგნულად დეკორატიულ დამუშავებას არ საჭიროებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დეკორის გაკეთებაც. ამასთან, სახლები არც ფასადის შეკეთებას საჭიროებს. Glulam-ის მწარმოებლები მხოლოდ 5-10 წელიწადში სახლის გარედან სპეციალური ლაქ-საღებავით დაფარვის რეკომენდაციას იძლევიან. სახლები უძლებს 9 მაგნუტუდის სიმძლავრის მიწისძვრებს და ამავე დროს ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული შეწებებული მორები ცეცხლგამძლეობითაც გამოირჩევიან, რაც ხის სპეციალური ცეცხლგამძლე მასალებით დამუშავებით არის განპირობებული.

უნდა აღინიშნოს, რომ Glulam-ით ნაგები სახლები კარგად ესადაგება ამა თუ იმ გარემოს, რაც მის ეკოლოგიურობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს. ამასთან, სამშენებლო მასალა ანტიალერგიულია და Glulam-ისგან ნაშენებ კონსტრუქციებზე ამბობენ, რომ კედლები სუნთქავენ. შეწებებული პროფილირებული ხის მორებისგან სახლების მშენებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ისინი, ვინც ყურადღებას ეკოლოგიურობასა და კომფორტზე ამახვილებს.

ყველა უპირატესობის გათვალისწინებით, Eco House XXI-ის დამფუძნებელს ტატიანა ლიტვინოვა შეწებებული ლამინირებული ხისგან სახლების მშენებლობის ღირებულებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ Glulam-ის ღირებულება, ყველა სხვა მასალების საშუალო ფასზე მაღალია, თუმცა ფასი ხარისხის შესაბამისად გონივრულია.

“Glulam-ისგან აშენებული სახლების ღირებულება საშუალოზე მაღალია, ვიდრე სხვა სამშენებლო მასალებისგან აშენებული სახლების. ეს მზა კონსტრუქციაა, რომელიც მოხმარებისთვისაა მზად. ამიტომ ის უფრო ძვირია ვიდრე ბეტონის 1 კუბური მეტრი, მაგრამ როდესაც სახლში საცხოვრებლად გადადიხარ ფასთასხვაობა თითქმის არც ჩანს.

სახლის თვითღირებულებაში ხის მასალას 35%-იანი წილი უკავია, 65% კი ყველაფერი დანარჩენია - საძირკველი, ფანჯრები, იატაკი, საინჟინრო სისტემები, დეკორაციები და ა.შ. ამასთან, ჩვენ მიერ აშენებული სახლები ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სახლში არსებულ ტემპერატურას უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებენ. ეს კი გულისხმობს ნაკლებ კომუნალურ გადასახადს. ხარჯვითი ნაწილის შეფასებისას, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახლების მშენებლობის სისწრაფე ხარჯების ოპტიმიზაციასაც გულისხმობს. ანუ უფრო მოკლე დროში, ყველა უპირატესობის გათვალისწინებით თქვენ იღებთ სახლს, რომელიც იდეალურია… ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ Glulam-ის სახლების ღირებულება გონივრულია”, - ამბობს კომპანიის CEO და იქვე განმარტავს, რომ კვადრატული მეტრის ღირებულება დამოკიდებულია პროექტსა და მის დიზაინზე, ამიტომ კონკრეტული რიცხვის თქმისგან თავს იკავებს.

აღსანიშნია, რომ Eco House XXI-ში Glulam-ის სახლის მშენებლობაზე რამდენიმე დაკვეთა განხილვის დასკვნით ეტაპზე აქვთ. მათი შეფასებით, ეს კომპანიის ფლაგმანური პროექტები იქნება, რომლებიც გააერთიანებს ხარისხს, კომფორტს, ესთეტიკას - საერთო ჯამში კი ხარისხიან ცხოვრებას. კომპანიაში იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ ქართული საზოგადოება ამ სიახლეს ღირსეულად შეაფასებს, რადგან შეწებებული ხის მასალისგან სახლების მშენებლობა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და მათი გამძლეობა გამოცდილებით მტკიცდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები