მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GM-მა $10 მილიარდის აქციების უკან გამოსყიდვა დააანონსა

GM

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, General Motors-მა საფონდო ბირჟიდან 10 მილიარდი დოლარის აქციების უკან გამოსყიდვა დააანონსა.

კომპანიის მიერ ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების და აქციის ფასის გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

როგორც ცნობილია, GM-ის აქციონერებს დივიდენდური შემოსავალი 33%-ით გაეზრდებათ, რაც შემოსავლის მატების სერიოზული მაჩვენებელია.

ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში GM-ის აქციების ღირებულება 12%-ით გაიზარდა და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 43 მილიარდ დოლარს მიაღწია.

General Motors-ის პორტფელი არაერთ ცნობილ ბრენდს მოიცავს, მათ შორისაა: Chevrolet, Cadillac, GMC, Hummer, Holden და Pontiac.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.