საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანია ამ სტრატეგიული გეგმის განხორციელებისთვის სხვადასხვა წამყვან, ევროპულ საკონსულტაციო კომპანიებთან ინტენსიურად თანამშრომლობს. GM Pharma-ს უწყვეტი განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე პარტნიორობას წამყვანი ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Woodley BioReg უწევს.
Woodley BioReg წამყვანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია ფარმაცევტული, ბიოტექნოლოგიური და სამედიცინო მოწყობილობების რეგულატორული საკითხების მიმართულებით. აღნიშნული კომპანია GM Pharma-ს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სერტიფიკატის მიღებისთვის მზადების პროცესში საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს, ხოლო აღნიშნული აღიარება GM Pharma-ს ევროკავშირის ფარმაცვეტულ ბაზარზე წვდომის საშუალებას მისცემს. ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს GM Pharma-ს მისწრაფებას მუდმივ სრულყოფისა და ინოვაციებისადმი, და კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის, როგორც საქართველოს და კავკასიის რეგიონის ფარმაცევტულ ინდუსტრიის ლიდერის, იმიჯს.
სწორედ ამ მიზნით, Woodley BioReg-ის ოფიციალური წარმომადგენლები GM Pharma-ს ერთი კვირით სტუმრობდნენ და კომპანიაში სპეციალური ტრენინგები ჩაატარეს, რომელიც სესიებს, „ვორკშოფებს“, მაგალითების განხილვასა და რეალურ, პრაქტიკულ დაკვირვებებს მოიცავდა. შესაბამისი ინტერაქციული მიდგომა ევროკავშირის მარეგულირბელის მოთხოვნების შესახებ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, GM Pharma-ს ევროკავშირის GMP ინსპექციის წარმატებით გავლაში დაეხმარება.
Woodley BioReg-ის და GM Pharma-ს სტრატეგიულ პარტიონორობას საფუძველი 2023 წლის ნოემბერში ჩაეყარა, როდესაც GM PHARMA-მ, პირველმა ქართულმა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ, Woodley BioReg-ის ბრიტანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტებთან (EU GMP) შესაბამისობის აუდიტი წარმატებით გაიარა. Woodley BioReg-ს აქვს დიდი გამოცდილება რეგულატორულ საკითხებში - ის რეგულარულად ეხმარება გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, სამხრეთ აზიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მწარმოებლებს GMP სერტიფიკატის მიღებაში და შემდეგ მათი პროდუქციის დარეგისტრირებაში მაღალ რეგულირებულ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი, ბრიტანეთი თუ აშშ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად GM Pharma ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო სერტიფიკატს და ნებართვას ფლობს, რაც აუცილებელია ფარმაცევტული წარმოებისთვის, როგორიცაა საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, PIC/S საერთაშორისო GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2015 და აშ. დამატებით, GM Pharma-მ 2023 წელს წარმატებით გაიარა გერმანული, მაღალი ავტორიტეტის მქონე საკონსულტაციო კომპანია Heacon Service GmbH-ის ფარმა-აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP: EudraLex, Volume 4) შესაბამისობის აუდიტიც, რის შედეგადაც საწარმოს, ლაბორატორიების, საწყობის, ტექნოლოგიურ-ინჟინრული აღჭურვილობისა და ზოგადად ხარისხის მართვის სისტემების შესაბამისობა, EU GMP სტანდარტებთან დადასტურდა. აღნიშნული წარმატებები და ხარისხობრივი შესაბამისაობა კომპანიის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მზაობას ადასტურებს.
GM Pharma-ს გადაწყვეტილება დამატებით ევროკავშირის მარეგულირებლის GMP სერტიფიკატის მიღების შესახებ მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული სექტორისთვისაც. როგორც წამლების უმსხვილესი მწარმოებელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, GM Pharma მზად არის, გახდეს მედიკამენტების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია, რომელიც უკვე ფორმალურადაც აიღებს ევროკავშირის მარეგულირებლის GMP-ის სერტიფიკატს და მედიკამენტების რეალიზაციას ევროკავშირში გაახორცილებს.
GM Pharma-ს ევროკავშირის GMP აკრედიტაციისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციაში, რადგან კომპანიის ევროკავშირის GMP სერტიფიცირებას უფრო ფართო გავლენა ექნება და სცილდება მხოლოდ სტანდარტებთან შესაბამისობას; ეს კომპანიას საზოგადოებისა და პარტნიორებისგან მეტ სანდოობას და გლობალური იმიჯის ამაღლებას მოუტანს, ასევე გაიზრდება საერთაშორისო, მულტინაციონალური კომპანიების დაინტერესება GM Pharma-ს მხრიდან მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით, მედიკამენტების კონტრაქტული წარმოების მიზნით. ამასთან, ევროკავშირის GMP სერტიფიკატი გააძლიერებს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ საქართველოს რეპუტაციას გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარზე და დაასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას მედიკამენტების ექსპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდის გზით.
GM Pharma პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოდან, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია, სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც საწარმოში მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი. კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ წელიწადში 12 მილიონამდე პაციენტი მოიხმარს GM Pharma-ს პროდუქციას, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების და მომხმარებლების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.
GM Pharma – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!