მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გმირთა მოედანზე ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი 2 თვეში უნდა მოხდეს - მერის მოადგილე

თბილისი

გმირთა მოედანზე არსებული სამივე ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი 2 თვის ვადაში მოხდება - ამის შესახებ მერის მოადგილემ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ერთი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, დარჩენილი ორი კი, დღეს ან ხვალ გაფორმდება.

"გუშინ მოეწერა ერთ ხელშეკრულებას ხელი, 2-ს დღეს ან ხვალ მოეწერება, რადგან აქამდე გარკვეული ფორმალური პროცედურები იყო. მეორე მხრიდან სუბიექტებმა, რომლებიც ძალიან კარგად გვემუშავნენ ამ ადგილმონაცვლეობის პროცესში გარკვეული ფორმალური პროცედურები გაიარეს.

ხელშეკრულების დეტალები ითვალისწინებს, რომ ადგილმონაცვლეობის პროცესი ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა მოხდეს სადგურების დემონტაჟი. პირადი კომუნიკაცია მაქვს სამივე ბენზინგასამართი სადგურის წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ მზაობას, რომ 2 თვეში მოხდება მათი სადგურების დემონტაჟი. იმ არეალზე რა სამუშაოები გატარდება ტრანსპორტის სამსახურს აქვს გარკვეული ღონისძიებები მომზადებული, რომელსაც მუნიციპალიტეტი იხილავს" - განაცხადა მერის მოადგილემ.

მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს - ბიზნესთან შეთანხმება მიღწეულია

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში bm.ge-ის თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძემ უთხრა, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღება მერიამ გადაიფიქრა. “დედაქალაქში საცობებისგან განტვირთვის კუთხით განხილული გვქონდა ავტოგასამართი სადგურების გატანა, პანდუსების მოწყობა და გზების მოდერნიზებაც. რაც შეეხება უშუალოდ გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩასასვლელ მონაკვეთს, ჩავატარეთ კვლევა და მხოლოდ ეს ჩარევა, რაც ბენზინგასამართი სადგურების აღებას გულისხმობს, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოძრაობა უფრო ხალვათი ყოფილიყო. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებისგან თავი შევიკავეთ”, - გვითხრა მაშინ ირაკლი ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები