გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
"დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება", - წერია მერიის განცხადებაში.