მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოდერძის განვითარება ბათუმისთვის ზამთრის სეზონის გააქტიურების ნიადაგს ქმნის - განაშენიანების მართვის დოკუმენტი

647b43c43be64
თამთა ჯიჯავაძე
03.06.23 18:20
864

გოდერძის კურორტის სამომავლო განვითარება ბათუმისთვის ნიადაგს ქმნის ზამთრის სეზონის გააქტიურების მხრივ, თუ მოხდა ამ ლოკაციების ინფრასტრუქტურული დაკავშირება, - ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, რომელიც ბათუმის გენგეგმის ფარგლებში მომზადდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდა, შეუძლებელი იქნება ბათუმის ზამთრის კურორტების სისტემაში ჩართვა.

„გოდერძი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრებიდან დაახლოებით იგივე მანძილზეა (110 კმ) რაც გუდაური - თბილისიდან (120 კმ), ეს კი დღიური მიმოსვლისთვის ოპტიმალური მანძილის ფარგლებში განიხილება. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა საგრძნობლად ზრდის მგზავრობის დროს და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში - შეუძლებელი იქნება ამ მიმართულებით ბათუმის ჩართვა ზამთრის კურორტების სისტემაში.

გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული სახელმწიფო ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე (53%)“, - წერია ბათუმის გენგეგმაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბათუმი-გოდერძის საგზაო თუ სხვა ალტერნატიული ინფრასტრუქტურული დაკავშირების შემთხვევაში, შესაძლებელია კაპიტალური ხარჯები საერთაშორისო ფონდების დახმარებით იქნას მოძიებული, „თუმცა მოვლა-პატრონობის ხარჯები სახელმწიფო სუბსიდირებაზე იქნება დამოკიდებული, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის აჭარის ა.რ.-ში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განხორციელებული სახელმწიფო ინვესტიციების წილს.“

ცნობისთვის, ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის პროექტის მესამე ეტაპი დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის მერიაში წარდგენილი დოკუმენტაციის რევიზია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები