დღეს, 9 დეკემბერს გოდერძიზე საბაგიროები ჩაირთო - ამის შესახებ Bm.ge-ს მთის ტრასების სააგენტოში უთხრეს.
რაც შეეხება გუდაურს, სააგენტოში განაცხადეს, რომ საბაგიროთი სარგებლობა 15 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გუდაურში გაიხსნება.
საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.
2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებაზე, ახალი გუდაურის ტერიტორიაზე 20 დეკემბერს 12-დან 18 საათამდე მისულ სტუმრებს გასართობი აქტივობები, საბავშვო ზონები, ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარის კუთხე და მუსიკალური სივრცე დახვდებათ. დღის განმავლობაში ღონისძიებას მუსიკალურად DJ Jino Dolini, DJ Vas და Circus Mircus გააფორმებენ.