საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ჯამური ღირებულება 51 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 38.7 მილიონი ლარის ტენდერით 67.6 კილომეტრი მილსადენის და 12.4 მილიონი ლარის სხვადასხვა კონსტრუქციული მასალების შესყიდვის ტენდერია.
შესასყიდი მილების სპეციფიკაციებია 1,200 მილიმეტრი, 1000 მილიმეტრი, 900 მილიმეტრი, 700; 300; 200; 150 და 100 მილიმეტრი. მათ შორის ყველაზე მეტი - 37.7 კილომეტრი 700 მილიმეტრის მილსადენის შესყიდვა მოხდება.
კომპანიებს წინადადებების წარდგენა 30 მარტამდე შეეძლებათ.




























