მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#GOGC-ს ევრობონდების რეფინანსირებაში #EBRD დაეხმარება - ომარ ოგბაიძე საქმიან დილაში

BM.GE
23.09.20 10:21
757
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბანკი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას $250 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების რეფინანსირებაში დაეხმარება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კორპორაციამ 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდები 2016 წელს გამოუშვა და მათი დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურებოდა. ფასიანი ქაღალდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა. EBRD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების შეთანხმება COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ მოხდა. ამასთან, ფინანსური პაკეტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო კომპანიაში დაგეგმილ რეფორმებს. მათ შორისაა, ბუნებრივი აირის ბირჟის განვითარება.

სტუმარი: ომარ ოგბაიძე - “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია”, დირექტორი ფინანსურ საკითხებში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები