მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ის მოგება 45%-ით გაიზარდა

goldman

ამერიკული საბანკო-საფინანსო გიგანტის, Goldman Sachs-ის მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 45%-ით გაიზარდა და თითქმის 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მოგების ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ Goldman-ის ინვესტორები გაზრდილ დივიდენდურ შემოსავალს მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება კომპანიის საბაზრო შეფასებაზე.

მოგების მკვეთრი ზრდა არა უშუალოდ კომპანიასთან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვთანაა დაკავშირებული, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად შეამცირა და ამით ხელის შეუწყო კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდას. მარტივად რომ ვთქვათ, შედარებით იაფი კრედიტის აღება უფრო მეტ მოქალაქესა და კომპანიას მოუნდა, რაც კრედიტის გამცემი სუბიექტების, მათ შორის, Goldman-ისა და სხვა ბანკების შემოსავლებზე პოზიტიურად აისახა.

აქვე, გვეტყვით იმასაც, რომ Goldman Sachs-ის საბაზრო შეფასება ამჟამად 165 მილიარდ დოლარს აღწევს და ერთწლიან პერიოდში მისი კაპიტალიზაცია თითქმის 67%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები