მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-ის მოგება და შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა

goldman

ამერიკული საბანკო გიგანტი Goldman Sachs-ი ფენომენალურ კვარტალურ შედეგებს აფიქსირებს. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში კომპანიის მოგება 28%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, პირველ კვარტალში Goldman Sachs-მა 14.2 მილიარდის შემოსავალი და 4.1 მილიარდის მოგება მიიღო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

კომპანიის დირექტორის, დევიდ სოლომონის განცხადებით, ფინანსური შედეგების გაუმჯობესება საინვესტიციო პორტფელის მდგომარეობის გაუმჯობესებით და ბანკის ძირითადი მიმართულებების გაძლიერებით არის განპირობებული.

ცხადია, დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს, რაც საფონდო ბირჟაზეც მკაფიოდ აისახა. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში Goldman-ის აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 130 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები