მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის მოგება და შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Goldman-მა $3.7 მილიარდის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც $700 მილიონით აღემატება წინა წლის შედეგს.
ყველაზე მკვეთრი ზრდა კომპანიას ტრეიდინგის მიმართულებით აქვს და ამ დეპარტამენტის შემოსავალი $4.3 მილიარდს შეადგენს, რასაც, თავის მხრივ, ბაზარზე არსებული მერყეობა და საფონდო ბირჟის რეკორდული ზრდა განაპირობებს.
მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური შედეგების ფონზე, Goldman Sachs-ის კაპიტალიზაცია $218 მილიარდამდე არის გაზრდილი და საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების რეიტინგში ის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.




























